მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 185 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბევრიც რომ მითხრა - "აღარ მოხვიდე!"

მე მაინც მოვალ, მე მაინც გნახავ,

ძვირფასო, ჩემი გახდები ვიდრე,

ძვირფასო, ჩემად დაგსახე რახან.

რამდენს მეტს მეტყვი - "აღარ მოხვიდე",

მე უფრო ხშირად მოვალ და გნახავ.


შენთან მოსასვლელ გზებს ვეძებ ახალს,

დავდივარ შენი სარკმელის ახლო.

რატომ არ გინდა შენ ჩემი ნახვა,

როდესაც უკვე ჩემს გულში სახლობ?!


რა ვუყოთ, თუკი არა ხარ ჩემი,

მე მაინც უნდა სულ ჩემად გსახო.

იმედის სხივებს, გულში შერჩენილს,

განსაწირავად ხელი არ ახლო.


თუმც მართალია, მიმზერ შორიდან

და თანაც მიმზერ კუშტად და ცერად,

მე მაინც უნდა ახლო მოვიდე,

უკვე ვერასგზით ვერ დაგთმობ, ვერა!


უნდა გიყურო, გიყურო დიდხანს,

როდესაც ირგვლივ აპრილი ჰყვავის

და შენ, თუ გინდა, სიტყვაც არ მითხრა,

მე სიყვარულზე გიგალობ მაინც.


და აფეთქებულს გიჩვენებ ბორცვებს,

გეტყვი, - დრო არის სილაღის, ღელვის.

გეტყვი და... მერე მაინც გაკოცებ,

თუგინდ თვალებზე მოგადგეს ცრემლი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ