|
უცებ ამაღლდა თბილისის ჭერი, ცას ცისარტყელა შემოირკალა. ძველ შუშაბანდში ვიღაცა მღერის: - დაბრუნებია თბილისს ნიკალა.
როცა ცისკარი თვალებს გააღებს. მერე დაივლის თბილისის ქუჩებს, ორთაჭალის და ხარფუხის ბაღებს.
მტკვარს, ტივს, მეტივეს, დუქნებს და ქალებს. ეს გახსენება სიცოცხლედ კმარა, დღეს ფიროსმანი უთუოდ დალევს.
ზეციდან გაქრა ღრუბელი ავი. დაბრუნებია თბილისს ნიკალა, ხელში უჭირავს ლამაზი კრავი.
გული სათქმელს და ღელვას ვერ მალავს. ხელოვნებისთვის შეწირულ ორ კრავს, მსურს თაყვანი ვცე, - კრავს და ნიკალას.
და მინდა, თავი დავუკრა მორცხვად. მადლი მას, ვინც რომ ჯადო თილისმით თბილისს ნიკალა კვლავ გაუცოცხლა.
მის განახლებულ საოცარ ფერებს. მას გულით დიდი სათქმელი დააქვს, რომელსაც ყველას გაგვანდობს მერე.
ირგვლივ თიბათვის მზე და ხვატია... - მთელი სიცოცხლე თბილისი ვხატე და ის ხელახლა დასახატია. |
















