|
დიდი ქალაქი, დიდი ხმაური; ცაში, მიწაზე, თუ მიწის გულში, გახდა სიჩუმე არ აქაური და დიდ ქალაქში არავინ უშვებს.
ყველგან ხალხი და აურზაური, ცაში, მიწაზე, თუ მიწის გულში, კაცს თავისუფლად გვერდს ვერ აუვლი.
რომ სხვა წესი აქვს ქალაქს სრულიად. დიდი ქალაქი გულგახსნილობის და გულთბილობის დასასრულია.
რადგან ის ნიღაბს ვეღარ იცილებს. და კი არ დადის, აქ კაცი დარბის და თან დაჰყვება მკაცრი სიცივე.
სოფლად ან ტყეში რტოებს რომ გაშლის, სად მზე იმგვარად ამოდის, ჩადის, რომ სულ სხვაგვარი ეშხი აქვს მაშინ.
და მთა-ბარს თავზე ისე ევლება. აქ კი დამღალა ცოლთან კამათმა და მიწისქვეშა გასასვლელებმა. |
















