|
თუ ვერ გალეწე შენ შენი კალო, დარებით თუ ვერ შეცვალე ნისლი. ნუ შეეცდები, სხვას დააბრალო, შენი ბრალია, - სხვა არავისი.
გაუმარგლავი თუ დაგრჩა ყანა, სხვას ნუ შერისხავ, ნურც ბედს ნუ სწყევლი, თქვი, - შენი ბრალი არ არის განა?!
თუ სული შენი ნახანძრალია, აუგი სიტყვა თუ რამ თქვი დღემდე, აღარ თქვა, ესეც შენი ბრალია.
ნურც საწუთროს ნუ უწოდებ მუხთალს. ცუდი შეგემთხვა?! - თავს დაემდურე, კარგზე... კაცს ან ღმერთს მადლობა უთხარ.
მიმდევს ცხოვრების აღსასრულამდი. ცუდი შემემთხვა? ვაბრალებ ჩემს თავს, კარგს კი ყოველთვის ვინმეს ვუმადლი. |
















