|
ჩემს ფანჯარასთან აღარ ჩაივლი, არ მომანათებ თეთრი შროშანი, მომნატრებია შენი ღიმილი, შენი ღიმილი ჩემგან შორს არი.
როგორ აკლიხარ ლამაზ სანახებს. მომნატრებია შენი თვალები, შენს თვალებს ახლა მე ვინ მანახვებს?!
გადმოუქროლე ამ მთებს, ამ გორებს. შენი სიცილი მომნატრებია, შენს სიცილს ახლა ვინ გამაგონებს?!
მეტსა ვფხიზლობ და მძინავს ნაკლები. აკლიხარ გულს და აკლიხარ თბილისს, თბილისს აკლიხარ და ენატრები.
სად გაქრი ჩემი თეთრი შროშანი? ვაჰ, ფერმკრთალდება ღიმილი შენი, თანდათან ქრება ის, რაც შორს არი. |
















