|
გარეთ ყვაოდა ჟასმინის ტოტი ამოდიოდა სურნელი ცამდე, დღეს აქ მოვიდა სუყველა ლოთი და თეთრ ყვავილებს ჭიქებით სვამდნენ.
რამდენიც იყო დასალოცავი აქ იყო ზუსტად იმდენი სიტყვა, სიტყვა ლამაზი და საოცარი.
საქართველო და მისი ნათელი წითელი ღვინო, ანკარა წყალი, თბილისის ქუჩა, ღამენათევი.
ნიაზი - ყველას სევდა და ნიჭი, იქნება, ცოტა კიდევაც მთვრალი, მაგრამ ყველაზე ლამაზი ბიჭი.
ამოდიოდა სურნელი ცამდე მათგან არცერთი არ იყო ლოთი, უბრალოდ, ჭიქით ჟასმინებს სვამდნენ. |
















