|
გალურსული კედელბერა კუდით ხეზე ეხვია, ბუხრის მილში მიძვრებოდა კნაჭა ტარიგრეხია;
ცოცხით დაგელაობდა, ხეზე ჩიტი ფაჩუნობდა, სხვენზე კატა კნაოდა;
მთვარე ეპარებოდა, ჭინკა - ბნელში დამალული - ქვებს ისროდა ერდოდან;
გზას გასცქერდა მალ-მალე, დაბალ ხმაზე ღიღინებდა, ივარცხნიდა დალალებს;
და კენწეროს არხევდა, ღამის სული ფარფატებდა ჩაბნელებულ ფანჯრებთან... |
















