მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ძმაი მყავდა თმახუჭუჭა,
ღაწვზე ციცქნა ხალიანი,
ხან უზომოდ მხიარული,
ხანაც ცოტა დარდიანი.
ჩამოფრინდა ანგელოზი
თეთრი, ცისფერკაბიანი,
მთვარე ჯერ არ ჩასულიყო,
დილა იყო ადრიანი.
მაღლა, ცისკენ გააფრინა
ბიჭი თვალებნამიანი,
ღაწვზე ციცქნა ხალიანი...
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet