მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ცვარ-ნამი ჩემი ცრემლია,
ნიავი ჩუმი დარდი,
ღრუბელი ჩემი ფიქრია
საღამო ჩემი ლანდი.
ვარსკვლავი ჩემი ბედია,
მთვარე ოცნების ეტლი,
ზეცა წადილის გზა არის
მზე სითბოა და ცეცხლი.
სამყარო ჩემი თვალია,
მიწა სიცოცხლის ფესვი,
ტბა სიხარულის წვეთია
ზღვა სიყვარულის პეშვი.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet