|
აი, მივანდე ბედსა და ჰაერს, ფრთებს თვითმფრინავის და ფრთებს ოცნების. თვალები ზეცის სილურჯეს სვამენ, კრთიან ღრუბლები განაოცები.
სიმწვანე მისი ზეცამდე ატანს. მზეს გაუშლია, დაბლა, ვით ტილო, ზედ ოქროს ფუნჯით ხატავს და ხატავს.
ის ამეტყველებს ფერებს ქართულად. გზები, - მანქანის ნაფეხურები, მავთულებივით გადახლართულან.
უფრო ლამაზიც დღეს მეჩევნები, ნაკადულები, - მღვრიე და ვიწრო, გაჩნია როგორც ლურჯი ვენები.
ასდის მსუბუქი, რძისფერი კვამლი. დედამიწა მთლად მუქმწვანედ ბოლავს, ზედ ეკონება ნიავი კრძალვით.
თვითმფრინავის ჰანგს უშენოდ ვისმენ, ეგრეა, - სადაც დაგრჩება გული, კვალიც იქითკენ გაგირბის მყისვე. |
















