|
ანბანთ-ქება
ანტონი ბნელთა განმკარგ დღე ერთა ვით ზე; ჱეთერ თვით ირის კამკამ ლმობილ მთენ ნაზენ; ორონ პეტ ჟამებთ რღვწილთ საბეკ ტრედ უცხოთ ფრთე; ქვე ღრმად ყრილ შთასრულთ ჩინებულ ცად ძლევისად; წამთ ჭირთა ხმით ჴსნის, ჯილდობს ჰაზრთა ჵოობით!
ზმა
სამოთხით წულობს, დავითის ზმარაღდულობს; ხედვათ ზე მსტრულობს, მეორეთა აღმკრულობს; სხეულით სულობს, სულით გონება-მზულობს; მთით შთამოსრულობს, მეორედ მოსედ მკულობს; მადლით ღმერთ ქმნულობს, ბუნებითა ბრძენ-სრულოჩს.
თხემსა მეთნესა შენსა ათ-ორთ ენისას, განეყოვლადვის მკვიდროანთა მკვიდრივ; მიმღები მისცემ ღრუბლით სლვითა რწმუნებულთ, მზეებრ განმყოფი სულის ძლითთა უხვებით. |
















