|
შავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით? მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით! ვისთვის ხელობ, ვისთვის შმაგობ მუდამით? მნათობთ სახეს გარდიფარე რიდებით!
ტრფიალთ ცეცხლს უგზავნი მუნდარიდარა! ვით მზემან ღრუბლითა მუნ დარი დარა! მას მზეს სხივსა ვსჭვრეტდეთ კრძალვით, რიდებით!
დასჭრა შავ-გლახ გული დანა-სობითა, მან სევდა მიმტაცა დანასობითა! ვიწვი მარად მიჯნურთ ეშხში რიდებით!
წარბი წვრილი წამწამმან ისაროსა! სცან, იგი ბესიკი მან ისაროსა; სუნით ტურფათ დააშვენოს რიდებით! |
















