|
ზმა
სთენ და მირიან მზეობისა დღობანი, სცენდა გმირიან მხნეობითა მხნობანი, შვენდა ზმირიან ფშვეობისა თნობანი, თქვენდამი რიან სუმბულ-ვარდ-იაობანი, გულთ განმგმირიან უთქვენოდ მყოობანი.
პირველი
სახელად: "სახლო უკარო". მენიშნა, დავრთე ნებანი, თანხმობით თავი უკარო. ყოვლის სოფლისა დესპანნი აქ ყრია განაფხუკარო. დაბმულთა ღორთა გვამსგავსებთ, რომ გვნახოთ განატრუკარო!
ამას ხშირად ხმობს გაიოს; სტეფანა უტირაცუებს, შეაწყობს ტაღის ხმაიოს; მაიორს ზილი წილად ხვდა, უსულით სულის დგმაიოს; ბასისტად მანუჩარ გვრგვინავს ყვავის ხმით, "ვალალ ვაიოს."
აწ თუ არ იცით ვითაო! მიმოდაწრწინით იბღუნძვის ქურთუკის კუდის გვითაო. დარბანდით მირზა-სადუნი მალ-მალ ვლის ალთაფითაო; მარცხენა წვივი გაუსქდა ამ მყრალსა სიმსივნითაო.
ორთავე ბედით ალიათ, შუღლი შეექნათ იეფათ ამ უბადრუკებს, მყრალიათ; ყველა შეიქნა უეჭვად თავისად დამაბრალიად; ხინკალი შაქრად ეგონისთ, ქუმელი ხოხბის ყალიად.
ვხი და მოგელის გულია; თუმცა ვეღირსე ხილვასა, თაყვანსა შეგზღვნის სულია! პაატავ, გებრალებოდე: ხსნილდება, მანდ არს გულია! რამდენჯერ დამი აიღოს, გახსოვდე დაკარგულია!
თქვენც გტყორცოთ ელისაბედით; ამის მეტს რაღას დავკვესდით, მიყვენით ძველის აბედით! ვთქვით: "თავი აღარ ვაწყინოთ, მეტი რამცა ვინ გავბედით?" კრულმცა[ა] ამა ქალაქსა მომსვლელი თავით და ბედით!
ერთად თავლიგოლ; გლახა, თამაზა, ერთ-ორ ლამაზა; გოგი და ციბა, სხვას არ დავეძებ!
მეორე
რაიცა, განათლებულო, გებრძანეს ჩემგან წერითა, - ასჯერ მადლობით მკითხველი. მე ვერა გავძეხ მზერითა ქება მოგიძღვნა, ვითა ვთქვა, რა გკადრო შესაფერითა? მუქაფად ღმერთმან გვირგვინი შეგიქმნას თვისის ცერითა!
რადგან ოსმალთა გვჭირება, მათ ვინღა აეხირება, რა გინდ სით იყოს ხშირება? მე მათი ასე მცირება აროდეს შემეჭირება, გარნა თუ ჩემი მწირება ჰსჯულად არ დამეფირება!
საამჯმნოდ გაახდევინეთ. ცოცხალსა ტყავსა ვინ გახდის? მაგრამ მას გაახდევინეთ! მაგის აქ სირბილს და მანდა ეს რადღა გარდახდევინეთ? ჭოპოს ლაპობით პირს ქაფი ქაფქირით მოახდევინეთ!
ეს ქვრიმად დამითესია: თქვენც გეხსენებათ, ყიზილბაშთ რა ჰსჯული აქვთ და წესია. თვისი ლაქია მან მოკლა, ამაზედ რა უბრმესია; სხვას პოსლანიკსა სისხლსა სთხოვს. ჭირში ჰყავს დანამკვნესია.
ვითა კასკასებს გრიგორი. სევდით განეყო დალაქსა, თქვა: "თამაზასთან ვიგორი". მეორე გრიგორს მოსტეხეს ხელი; კრივ-კულაჩს იგორი. თუ ასე ასტყდენ, ვერ, ვგონებ, გარდავლონ ჩიმი-დიდგორი!
მირიან ბატონიშვილს მესამე
გრიგოლ მახსოვს გამატრუკლად, ხუმრობაზე შემაფხუკლად; საბრალო ჰკლეს დანით უკლად, უწოდებენ კრემენჩუკლად; თუ მანდ იყოს თქვენში უკლად, ხრენი ხვრიტოს მჟავედ კლუკლად; ჰსჯობს არაგვზედ მისვლა წუნკლად, აქა-იქი თრევა კუნკლად. ჩემი პაატა მომიკითხენით! ჩვენ უიმისოდ მოვიკიცხენით: ფლავისა ნაცვლად შორვა ვითხენით, ლომისა გულნი მით გავითხენით! |
















