|
(დავით სარდლისადმი)
რაც მიიწერა სოფელმან, ვეღარ დავთვალე ამრითა! ოდეს ვიტყოდი ენითა, სისხლი შეკუმშლის დამრითა! მისი სიმწარე ყოველი გულს გარდამრთხმიან კამრითა; ბოლოდ უშორეს ვლა მომცა, ვხედავცა წამი-წამრითა!
საახლოდ მომსურვებია; ხილულთა დროთა ნიშატნი საბავთოდ მომწყურვებია; ოდესნი ჟამნი დამგვემენ, მით თავი მომძულვებია; ვაი, ღარიბსა ღარიბი ცრემლითა შეგეწებია!
ოდენ თუ ვიძლო ენითა: ოდეს ავლაბრად მოვიდა აქალო თარეშ-ფრენითა, ავარდი ვეფხი სამდევროდ, გაჰყევ თეთრითა ცხენითა; მინდორთა პირნი დაჰფარენ ლეკთა მძოვრების ფენითა.
„ვინ ხარ?“ მან ხმა ჰყო: „აქალო!“ ცეცხლსა გითხოვდა ვით თივა: „გამოვედ ჩემ კერძ აქ, ალო!“ გულ-მედგრად ლომმან შეჰყვირნე: „აჰა ლომიო, აქ-ალო!“ მყის შეიხვეწა რაზმს შიგან: „სჯობსო, - თქვა, თავი ვაქალო!“
კაცნი სხვა არვინ მეტანი; შვიდასთა ლეკთა დაუდგით მახენი გასაცეტანი! მწუხრისა ჟამმან გაკმარნათ თქვენ მათი ცემა-ჟლეტანი. მობრუნდი გამარჯვებული, თეთრსავე მჯდომი მზე-ტანი!
სადა ვით იყავ სადავით, - ვა თუ შეექმნას მსმენელთა უსმენნი ძნელნი სადავით! მისთვის დავაგდენ მრავალნი, მცირედსა ვიტყვი სადავით. ვიცი, არ გიყვარს ქებანი, ჩვეულ ვარ მე თქვენსა, დავით! |
















