|
ვაშა მას დღეს, როს განმეღო ცის კარი! განკვირვება მჭვრეტთ სასურვოდ ისმოდა! ნათელსა ჰსთოვს აფროდიტი-ცისკარი, ელვარობით ტოპაზის ტახტს ისმოდა!
მელნის ტბანი ნარგიზთაგან ისარე; სატრფოსათვის ზრო-ტანითა ისარე. კეკლუც-ნაზად ერხეოდა, ისმოდა!
შვიდ მნათობთა უაღრესობს დარითა; მას დიანა რით ედრება და რითა? შავ-გლახ გული მახვილებით ისმოდა!
იადონი ტკბილის ხმითა მეზარა; მას თუ ვშორავ, ვეჭვ სიცოცხლეც მეზარა. ცხოვრებისთვის აწ შარბათი ისმოდა!
ვინ მცბიერობს, ენა მისთვის აგებსა; ნუღარ ჰსჭმუნავ, - ქუფრად ბინდსა აგებსა! ქვეყნისათვის ნელ-საცხებლად ისმოდა! |
















