|
ნოემბრის ცხრაა, უკვე ცხრაც მიდის, კი, ათი ჰქვია ფეხადგმულ ხვალეს; ვხედავ მთაწმინდას, ვხედავ მთაწმინდის, გაცრეცილ მთვარეს. ავადმყოფ ღვინოს, უკვე დაწმენდილს, მარტოდმარტო ვარ ჯერ ისევ მწარეს ვსვამ, კრულვას ვუთვლი, ლაჩარს წარწმედილს და ვადღეგრძელებ სამშობლო მხარეს. |
















