(ცისკრის ლექსი)
|
იმნაირს გალობს, დამბურძგლა ტანში, ამაცერცეტა დილაადრიან... ამ შაშვს რომ ახლა დავუკრა ტაში შვილიშვილები გიჟად ჩამთვლიან.
იღბალი გვწყალობს, (აწყდება გულზე ღამეს ღილები...) ზის ტოტზე შაშვი და ჩემთვის გალობს, მე მისთვის ამ ლექსს ვეჯახირები...
დილას ათენებს, მზის, ჰანგისა და ცისკრის ლობისტი... და სულ არ ჩივის, ეს მერამდენე, ლექსს რომ უწერენ ამ გალობისთვის... |
















