|
ვერც შენ იშობდი თავს რადგან ახლად, რატომ გეგონა - ლოცვა გაჭრიდა... არ აფრენილხარ შენ ისე მაღლა, რომ გადმოფრინდე ღია ფანჯრიდან.
ფოთლები ყრია, ხარ მარტო ხსოვნა და სხეულიღა, არავინ გესვრის ბერდანის ტყვიას, შენ ამისგანაც დაზღვეული ხარ!
დაღლილი ქორო, გზები კვლავ წყდება აღმართის ძირას, სანატრელ სიკვდილს მოეღო ბოლო და ყველა ნატვრას... მკვდარივით ძინავს... |
















