|
მე ახლა შენთვის ვარ ზამთარი - თავს რომ გაბეზრებს, ჩემს ზეცას უკვე აშავებენ ზამთრის ქორები, ჩემი ცხოვრების სიზმარეულ გადასარბენზე დაკეტილია ჟანგიანი სემაფორები.
იყო ცეცხლი და ლიტანია, ღალატიც მეჯდა ყაჩაღივით გზებზე ბეჯითად, მე ჩემი თავი ხელშიც ბევრჯერ ამიყვანია, და ღმერთმა იცის - წამიღია ბევრჯერ ბეჭითაც.
და ვალად ვტოვებ უკანასკნელ ტკივილს, აწინდელს, იმ ძველმა ელვამ, იქნებ ერთხელ, ისევ იელვოს, თუმც ელვის გამო, ზღაპარია, ისევ გაწვიმდეს.
თავს რომ გაბეზრებს, როგორც გვიანი შემოდგომის ცივი თქორები. ...ჩემი ცხოვრების სიზმარეულ გადასარბენზე დაშვებულია ჟანგიანი სემაფორები... |
















