|
საოცნებო ზღვა და ცაა, ბინდი უყვართ ლიანებს, გათენდება სადაცაა, შენ კი სულ იგვიანებ.
ფანტომები გროვდება, სიყვარული, დავიჯერო, ახლა არ გაგონდება?
ჩრდილი ცისფერ აფრისა, დასასრული, დასაწყისი უშორესი ზღაპრისა.
მთვარე ეტყვის ლიანებს: გათენდება სადაცაა, ის კი - დაიგვიანებს. |
















