მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ვინ დაგიდგება
ახლა თავდებად,
რომ მხოლოდ ცრემლით
და სისხლით წერდი,
და როგორც მარტივ წინადადებას
ვიღაც გულგრილად დაგისვამს წერტილს...
ვინ დაგიჯერებს
გამოღლილ თვალებს,
რომ მაჯა გქონდა
ძალიან ცუდი,
რომ შუაღამეს
ნახევარმთვარე
ეხურა, როგორც სვანური ქუდი.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet