|
იმ მწვანე წვიმებით მოიწვიმა ის გზები - ზღაპარს რომ დავადარე, ზღაპრებში იმ გზებმა მოიწყინა, ის მწვანე წვიმებიც ავად არის...
იმ ზღაპარს - ვალივით გადასახდელს, რომ ისევ იმ გზების მონატრებით ისევ იმ წვიმებში გადავსახლდე...
სულივით აბარია უნაზეს ტკივილით გაბრუება... ... იმ ვალის გადახდა ზღაპარია, როგორც იმ ზღაპარში დაბრუნება... |
















