|
მზეს ავაყოლე ნატვრა ამ დილით, ცხრა სხივს გაფიცებ, მითხარი მეთქი, გავანდე ჩემი თხოვნა-წადილი, სისხლ-ძარღვებიდან ამონახეთქი.
(მზეო უშენოდ წამითაც ვერ ვძლებ) აქ ხარ და სითბოს დავეძებ მაინც, ანათებ, მაინც სინათლეს ვეძებ.
ვერ გწვდები, სულზე მაციებს მგონი, საქართველოში ჩემო ცხრათვალა, სულარ იყავი ასეთი შორი. |
















