მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
გაელმებული თვალებით გჭამდი,
და შემპარავი
შხამის დალევით,
ის წვიმა ახლაც
სულში რომ ჩამდის -
სული შიშინებს ნაღვერდალივით.
რა დრო გასულა...
რა წლების რიგით
წუხს ხსოვნის ტოტი,
ტანდამსხვრეული...
... წლების,
ოცნების
და ფარდის იქით
შიშინებს შენი ცხელი სხეული...
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet