მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
გავდივარ თავში
დასაბამიდან,
აწ უფრო ჭიჭოდ
დავხარჯავ ჰაერს...
ნელნელა გაქრა
ანი, ბანი და...
დარჩა ორიოდ
ჭან, ხან, ჯან, ჰაე!..
ვატყობ შენთვისაც
გავხდი სულერთი,
რომ წლების გუდას
პირი გაეხა...
და სანამ ამ ლექსს
გავასრულებდი -
ჭან, ხან, ჯან გაქრა...
... დარჩა ჰაეღა!
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet