|
რაღა დროსია... ახლა მხოლოდ ხსოვნა მიგტირის, დრომ გააყალბა შენი ორი მწვანე სპეკალი... ან ერთხელ მართლა მოგეკალი ნაღდი სიკვდილით, ან ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც არ მოგეკალი...
ძალზე გვიან, თურმე, მელოდი, როცა დაფარულ ყრუ ტკივილებს ფარდა ეხდება, ასე დაღლილი, ასე ძველი, ასე მელოტი, ისე შეგხვდები სადმე, როგორც მთა მთას შეხვდება.
თუკი ერთხელ ბედმა გიგანა და ისევ გტკივა მახსოვრობის ყველა უჯრედი.. ო, რა ძნელია შეხვდე უკვე ჩამდგარ გრიგალად მას, ვისაც ერთდროს უფალივით ციდან უჭვრეტდი...
მივიწყებულ კაცის სიფრთხილით გითხრა - ათასჯერ გულს რომ ჩხვლეტდა მწარე ეკალი, რომ ჯობდა ერთხელ მოგეკალი ნაღდი სიკვდილით, ან ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც არ მოგეკალი... |
















