|
ერთმა ცხვარმა დაიბღავლა, სხვებიც აჰყვენ, მისცეს ბანი; ბღავიან და არ იციან არც მიზეზი, არც საგანი.
არა შფოთვენ ანგარიშით, არც შიშით, არც თავხედობით, მხოლოდ ისე პირს აღებენ ერთმანეთის წამხედრობით.
სწორედ ამგვარივე არის მითქმა-მოთქმა სოფლიური, და ის ცხვარი უნდა იყოს, ვინც ათხოვოს იმას ყური. |
















