მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 54 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ძალით მოსული სტუმარი

ჭირზედაც უარესია:

მასპინძლის გაუტანლობა

მისი რიგი და წესია!..


შარშან არ იყო, გვესტუმრა

ეს წელიწადი დღე-მეტი?

არ გაგვიტანა წყეულმა,

თავბრუ დაგვასხა და რეტი!


კიდობნის მტრედად მივიღეთ:

დავხვდით ლოცვით და ნატვრითა!

ამან-კი, ღვთისგან წყეულმა,

უბედურობით დაგვტვირთა!


სხვადასხვა ჭირი, სახადი,

მან ხარკად შემოგვაწერა,

და ესეც რომ არ გვაკმარა,

ზედ დაამატა ხოლერა!


ახლა-კი, ვირზე შემჯდარი,

მიიპარება ბებერი!..

და რაღა გვეთქმის ჩვენც მეტი:

„წინ წყალი... უკან მეწყერი!“


ახალი წელი მოგვიდის,

რაშზე ზის, მოაკუნტრუშებს

და იმედს აძლევს თანასწორ

უსაქმურებსაც და მუშებს.


გატაცებული სურვილით

ყველა ეძლევა ოცნებას:

რაც ძველმა წელმა დააკლო,

ახლისგან ელის შევსებას.


მაგრამ ვინ იცის, რას გვეტყვის?

ახალიც ძველის შვილია:

ბოლოში გაგვიმწარდება!..

თავში სუყველა ტკბილია!!


გულგატეხილი ანდაზაც

ამბობს: - „მე არას ველიო,

ახალი ცოცხი კარგად ჰგვის,

ქვიშას მოატანს ძველიო“.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ