|
ახლანდელ ქალებს
ტკბილ სიტყვას ვეღარ ახერხებ, ასეტყვებ აუგიანსა!.. რა გითხრა ენატარტალას, უკუღმართს, საქმეგვიანსა?!
მხარ-მკლავებ, გულ-მკერდ-ტიტველა გადასკუპ-გადმოსკუპდები, დაჰფრენ ვით ჭრელი პეპელა.
გულს არ გწვავს მისი მონება!.. გრძნობა მტრისაკენ გიზიდავს, მათკენ ჰქრის შენი გონება!..
დაგვიწყებია, სთქვი, თუ რად? უპიროდ გახუნებულხარ, აჭრელებულხარ სკვითურად!..
არ ვიყო შენი მოყვარე და შენს სიცოცხლეს მერჩიოს ძველი დედების სამარე?! |
















