|
ქვეყანა-ზოგჯერ ნათელი და ზოგჯერ მგლისა ფერიო, ხან წყარო სიხარულისა, ხან კიდევ-მისი მკვლელიო - იმგვარად შემყვარებია, გაჩენის დღესა ვწყევლიო.
ტაძრის ფუძე და ჭერიო. გულზე ღრუბლების გადავლა, მათ ნაკვალევზე-ცრემლიო. ფიქრში ათასი ტკივილი, ჭრილობა-უფრო ბევრიო.
ისე შემკრა და ამრია, ისე ჩამჭიდა ხელიო, სიკვდილიც ვეღარ დამიხსნის, ჩემი ლამაზი მტერიო.
ტანჯვის ათასი წელია, სიტყვაა გამოუთქმელი, იმ სიტყვის გული ცრემლია, იმ ცრემლზე შენი სახეა, სახეზე სევდის ფერია...
ტანჯვის ათასი წელია, სიცოცხლის დაღონებაა, სიზმარში ჩაკონებაა, სიკვდილზე უფრო ძნელია! |
















