|
ესაა ვაჟა-ფშაველა - კვიცი, მხტომარე გვარზედა, მზის ვენახებში გაზრდილი ლექსის პურსა და წყალზედა, ფანქრისთვის წვერის წამთლელი ხანჯლის თუ დანის ფხაზედა, ცის აღმართებით იარა, სტკიოდა სამი იარა, შუქი რჩებოდა კვალზედა, უფალთან ერთად გადმოდგა სამყაროს მზისფერ ბანზედა, ჩვენს სალოცავებს დანათის, ოქროს გვაბერტყავს თავზედა. |
















