მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
კაციც ბევრია გოშია,
ცხვრისთავა, ბატისტვინაო:
ინდაურს დაემსგავსება,
თუ ვინმე დაუსტვინაო!
გაიბერება ტიკივით,
დაბლა დაუშვებს ცხვირსაო;
ბოლოს შლის ფარშევანგივით,
ფრთებს მიახოხებს ძირსაო!
მაღლა შევარდენს იწუნებს
და დაბლა იადონსაო!..
ვერც შეიგონებს სხვის რჩევას,
ვერც თვითონ მოდის გონსაო!..
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
crypto wallet