|
მე სილამაზე ისეთიც მიყვარს, სამავნეოა, არვის არგია. მაგრამ მე მიყვარს… როცა ვუცქერი, საამურია, ფრიად კარგია.
შეუპოვარი ორივეს ჰქვიან, დანავარდობენ ლერწმოვანებში, რამდენს ცხოველს ჰკვლენ, რამდენს სისხლს ჰღვრიან! იმათ ხმაზედა, იმათ კვალზედა შიშით დნებიან ცხოველნი, თრთიან.
არც იმასა სწამს ძმობისა მცნება; არც კარგი სული არწივს უდგია, ბევრი ფრინველი იმისგან სწყდება.
შენ გამიწმინდე, გონების ჭრაქო! რასა ჰგავ ესა? მტარვალთა მტერმა ვეფხვ-ლომის კბილი და კლანჭი ვაქო?
ვეფხვსა და ლომსა, მათთან არწივსა, თუმც-კი ტყვიასაც არ დავარიდებ და არ დავაცლი სროლას არვისა.
მე როდი მიშლის ბილწი ბუნება, შაერთებული სიყვარულთანა სისხლის მოყვარე გრძნობის ცდუნება.
ხარი ირემი, რქაბუდიანი. თუ შემხვდა ტყეში, მყისვე თოფს დავკრავ, არ მეკრძალება მივცე ზიანი ყოვლად უმანკოს და უვნებელსა. ასეთი არის ადამიანი! |
















