|
ადგილო კურუმ-კურუმო, ველიან-ჭალიანაო, სამოთხესავით ლამაზო, მიყვარხარ ძალიანაო, რადა ხარ სულ მუდამ დინჯი შე შურთხის თვალიანაო? იმსჭვალვის აზრით ქვეყანა კაციან-ქალიანაო!
სისხლს და ცრემლს აფრქვევს ყველაო; შენ არც ჭირს იმჩნევ ჭირადა, არც დაგეტყობა ლხენაო; მსმენოდა ნეტამც ერთხელა მე შენი ტკბილი ენაო, მენახა აღფრთოვანება და შენი აღმაფრენაო! გულში ინახავ დიდ ფიქრსა, არ გინდა გამოჩენაო. შენი მტერი და ორგული უფალმა შეაჩვენაო!
დღისით - მზით, ღამე - მთვარითა, ფეხთით არაგვი გიმღერის, იორი გიზის თავითა. გარიგებს დედობრივის ხმით, იყო ჭკვიანად, დინჯადა, რომ გიხსენებდეს ქვეყანა მუდამ-ჟამს კაი ბიჭადა!
პირს გბანდეს ნამი დილისა, გულს გაწვეთებდეს ნექტარსა სიო ნიავის გრილისა. ნუ მოსტყუვდები, სიტურფეს გარეგანს უნდა აზრიცა: სიმშვენიერეს ტვინისას ვერ სჯობს სიტურფე ტანისა, თორემ დაჰკარგავ მაგასაც, რაც წარმტაცი გაქვს თვალისა. |
















