წასულა ყველა, ახლა ამ კედლებს
მხოლოდ ქარი გრძნობს და სულ ეს არი.
Ცარიელი ჩანს ძარიც, სამტრედეც,
ვაი, რა ცუდ დროს შემოესწარი.
უცქერ ჩამოყრილ მინებს, კრამიტებს,
და თითქოს გესმის: "რისთვის ვეწვალე",
საწუთრო, გულის გულში გახედებს,
აღარ ჩახედო, შენ გენაცვალე.
















