სამაგალითო მოღვაწევ!
ერთგულო შვილო ქართლისა!
რწმუნება გქონდა მომავლის,
გიყვარდა ძებნა მართლისა!
მაგრამ უდროოდ გაგვიქრი,
ერთი ძმა პირველთაგანი!
საფლავში ჩაგყვა ნატვრის-თვლად
ხსნის იმედის საგანი.
აქ-კი დაგვიგდე ანდერძად,
კვალში რომ მივყვეთ იმ თქმულსა?
ამინ! მსხვერპლი ვართ იმ აღთქმის,
კიდობნად მივცემთ ჩვენს გულსა!
















