კაცი სულმუდამ ლაღია,
აროდის მაიწყინებსა,
რაც უნდა საქმე შეემთხვას,
სუყველას დაითმინებსა.
მუდამ სჭამს პურსა, წყალსაც სომს
და ძილსაც დაიძინებსა,
მხოლოდ სადარდო ნიშნადა
ხანდახან დაიქშინებსა,
ბოლოს სულ დაავიწყდება,
ლამაზად მაილხინებსა,
მალე დაუსომს თითებსა
თავის ჩონგურის სიმებსა.
















