გავწირე ფშავის ხეობა, შავძმავდი კახეთელებსა,
უჯარმის ვენახებშია მალიმალ ჩამახველებსა.
გვერდსა მყავ ჩოლოყაშვილი, გავყურებთ გაშლილ ველებსა,
მოველით კახის ბიჭებსა, ჩუმს მასპინძლებსა ჩვენებსა.
ბევრი აქვს პური და ღვინო ვენახში ოფლისმღვრელებსა.
მოგვართმენ კალათებითა თორნის პურებსა ბრტყელებსა.
მაჭრით პირგადალესილებს ხელადეებსა სველებსა,
- მიირთვი, ჩოლოყაშვილო! - პატიჯით შეაჯერესა.
















