მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 285 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დილით, შეშფოთებულმა 

გაზეთების ქრონიკით, 

სულისშემხუთავი 

გადავაგდე გაზეთი 

და დაღლილმა მუზეუმს 

შევაფარე თავი.


სადაც ჩვილზე დახრილი, 

სევდიანი ღვთისმშობლის 

მზერა შემეგება, 

ღვთისმშობელის თვალები, 

შემოწყობილს კორკოტზე,

ჰგავდა ნუშის ლებანს,


გარეთ ეფემერული 

ციმციმებდა აპრილი, 

დაფენილი ბაკმად, 

უცებ, თვალწინ დამიდგა 

სადღაც ქართლის სოფელი, 

დაიბღავლა ზაქმა...


უცებ, თვალწინ დამიდგა 

მთელი ჩემი ქვეყანა 

გარდასულის კვამლით, 

მისი ფრესკის ღიმილით, 

მისი დღევანდელობით, 

მისი შთამომავლით.


რაც კი მოველ ამქვეყნად, 

ჩემი სულის ტკივილი 

მოვდივარ და მომაქვს, 

ნუთუ, როგორც იონა, 

ვეღარ გადავურჩები 

კაშალოტის სტომაქს.


ნუთუ მუდამ იჯდება 

მომწყვდეული გონების 

ჩაბნელებულ ჩიხში 

გაცვეთილი შიში, რომ 

ერთხელ ტანჯულ ქვეყანას 

ვერაფერი იხსნის?


ნუთუ ბორნის ჭაპანი 

ბოლოს მაინც გაწყდება, 

ვიღაც უთვისტომო, 

ვიღაც გადამთიელი 

მოვა ბატონ-პატრონად 

და დამიმხობს ბომონს?..


ჩვენი წარსულისაკენ 

ისე მივეშურებით 

ჩვენი გასაჭირით, 

როგორც ორაგულები 

ზღვიდან სათავისაკენ 

და იქა ვყრით ქვირითს.


მუდამ ასე ყოფილა, 

მუდამ იყო წარსული 

ჩვენი მუზარადი... 

მუზეუმის ბურუსში 

ვიდექ შეშფოთებული, 

გარეთ იყო ცხადი...


ხოლო, იქვე კუთხეში 

იჯდა ქალი, წაკრული 

შავი ხილაბანდით, 

თითქოს მისი ჭაღარა 

ალუბალზე ასული 

იყოს სვიის ბარდი.


იშლებოდა მარაოდ 

დაფენილი მუხლებზე 

ქვედაკაბის პლისე... 

იმ დღეს შიშმა ვერაგმა 

სალტე დაჟანგებული 

მომიჭირა ისე,


რომ ჩემს უნუგეშობას 

ალბათ, მხოლოდ ის ქალი 

ამოსდებდა აღვირს 

თავის უშფოთველობით, 

თავის ძაფის გორგალით, 

თავის ყაისნაღით...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ