მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 50 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მე ვგრძნობდი ღამის მუხანათობას, 

შენ იჯექ ჩემი საწოლის თავთან 

და გადაბელილ ხეებს ათოვდა, 

ყველა ვენერა მილოსელს ჰგავდა.


შენ ისევ ქსოვდი და შენს ფეხებთან 

ეგდო სინათლის ყვითელი ზოდი, 

მე მსურდა მხოლოდ შემოგეხედა, 

შენ ისევ იჯექ, 

იჯექ და ქსოვდი...


შენ მპირდებოდი წამალს უებარს, 

შუბლს მიგრილებდი ცივი ტილოთი

და ჩემი სულის გამოტყუებას 

დღის სინათლეზე დიდხანს ცდილობდი.


სინათლის თრთოლვით თრთოდნენ ლანდები, 

სდუმდა ოთახი და ტელეფონი 

და აბაჟურის შარავანდედით 

განათებული დიდხანს მეფობდი.


შენ ისევ ქსოვდი და მე მუდარით

შემოგყურებდი და შენს მკლავებში 

მსურდა მეპოვა ნავსაყუდარი... 

ასე მოელის თითებს კლავიში!..


ჩვენი ოთახი ჰგავდა კარუსელს, 

ანდა ბრუნავდა, როგორც გლობუსი, 

და ჩვენ ვცხოვრობდით კვლავ სიხარულის 

და მწუხარების მეზობლობაში...


მე შენ მიყვარხარ! 

თურმე უფესვო 

არა ყოფილა, რაც იყო წინათ, 

შენი სახელი ახლა უპეზე 

შეჩერებული ცრემლივით ბრწყინავს!..


როცა გახსენებ, გუნდი ჩიტების 

ისევ აღვიძებს თითქოს ბუნებას, 

ალბათ უშენოდ გამიჭირდება 

ბავშვური სულის შენარჩუნება!


მე წამოვდექი შენს შესახვედრად, 

მე მივატოვე ჩემი მაგიდა, 

ისე ციმციმებს შენი სახელი, 

როგორც სინათლე ზღვის ქალაქიდან!


მე შენ მიყვარხარ! 

თვალებს აღგზნებულს 

შენ მოელანდე და მე წამომცდა, 

როცა ვათევდი ღამეს ვაგზლებში, 

რომ მსურს შეხვედრა იმ საღამოსთან,


- სადაც უეცრად ტანჯვას და შფოთვას 

ბოლოს მოუღებს შენი ხელები 

და ხმამაღალი სიჩუმე ოთახს 

დაეფინება, ვით გობელენი.


შეერთებულებს რაღაც ძაფებით, 

დაშორებულებს გრძელი მაგიდით, 

ჩაგვითრევს ცეცხლი და ყველაფერი 

კვლავ გაშიშვლდება ლიანდაგივით,


აბრიალდება მაღალ ტოტებზე,

მოეკიდება ტანსა და მერქანს... 

შენ წახვალ ჩემგან ალბათ ოდესმე, 

მე ვერასოდეს ვერ წავალ შენგან!..


რა გველოდება? 

რა არის იქით, 

სადაც მივდივართ და რას გვიქადის?

- მე არ მსურს ახლა ამაზე ფიქრი, 

რადგან ჩვენ მაინც მივალთ იქამდის!..


თითქოს სხვა არის მზიან ქუჩებში 

ყოველი სიტყვა, 

ყოველი ნივთი, 

უეცრად მივხვდი, რომ მე უშენოდ 

არ შემიძლია, უეცრად მივხვდი.


რომ ჩემთვის სხვა ხარ 

და სხვა ხარ სხვისთვის 

და შენთვის სხვაა ჩემი ნაფიქრი, 

მე ამოვვარდი და ახლა გიცდი, 

- დაირღვა ვაგზლის მკაცრი გრაფიკი.


მზიან ქუჩებში და კაფეების 

ფანჯრის მინებზე, 

ბროლის ჭიქებში 

მხოლოდ შენ გხედავ აკიაფებულს, 

მე ხელებს გავშლი, გამოიქეცი!..


გამოიქეცი, კვლავ იხლართება 

გარდაუვალი და შემთხვევითი, 

მჭირდება შენი სიტყვა მართალი, 

სხვასთან ვერ მივალ ახლა რჩევისთვის.


უეცრად მივხვდი, რომ ეს ქუჩები 

ყოველთვის თუნდაც ასე ბრწყინავდეს, 

მე ვერ ვიქნები მაინც უშენოდ 

და ეს მიხვედრა არის სინათლე...


არის სინათლე იმ მატარებლის, 

რომელიც ასე უეცრად არბევს 

გაოგნებული ღამის სიბნელეს 

და სველი ვაგზლის მოსაცდელ დარბაზს... 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ