შიო მარნიწინ ავწიდნე,
მაღლარზე ბაბილოვანი,
იგრე დაესხა დალოცვილს,
მოიდა სამფეროვანი,
ზოგი ქარვას ჰგავს, ზოგი ლალს,
ზოგი გიშრისად მთოვარი.
ზოგი ღრმად ჩამაიღვენთა,
ზოგი გამაჰყვა მრგვლოვანი,
ზოგი თავითვინ ჩუმაა.
ზოგი მგალობელ-ხმოვანი,
მავკრიფო? გული არ მაძლევს,
ისე კი რა ვთქვა, დრო არი.
იგრეა რო წამიკითხამს
ედემის ხილირო არი!
მოდით ღანაყრდით, შვილებო,
უკვე ნამდვილად დრო არი!
სხვამც დაიქადნოს ეგეთი,
ვენახი სწორუპოვარი.
















