მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 67 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

ხელმწიფის ვანში მივირწევი ნელი ბარბაცით, 

კანკალებს სული - ხორცის ხიზანი: 

თუ გამოკრთება სხივი დარბაზით, 

თუ მიმიწვევენ დღესასწაულზე 

მედარბაზენი სასახლისანი?


უკან მომძახის ჟამთა კრებული... 

როგორ წარვუდგე... გაღმით ქარი ქრის, 

ქარში ქანაობს ლეღვის ფურცელი... 

ფერდაკარგული, გაოგნებული, 

ცის ბილიკებზე მივიძურწები.


გარნა რად მზარავს გრგვინვა ღვარცოფის... 

სულო ქებულო, სულო შვებულო, 

რატომ არ ლამობ - ბინდი შებურო, 

სიზმრად რომ გიჩნდა ჟამი არსობის, 

ახლა სად არსობ, არარსებულო!..


ცით მესიტყვება კოშკი ფრიალო: 

„სადით სად მოხვალ, მგზავრო გვიანო! 

კიდეს რომ ელტვი შესართავისას, 

სჯობს სათავეებს შეეხმიანო“.


შუქში ტივტივებს ზღუდე სამოთხის... 

აჰა, მზის დისკო მიჯნებს მიედო, 

მეც დავუტევე გზანი გამოღმის 

და მოვიხილე სამიღმიეთო.


ვდგავარ მის ზღურბლზე, სხივი მანათებს... 

ჰოჲ, ნათებაო სინათლისაო, 

ცათ უმაღლესის ჰანგო ციერო! 

რა ვუპასუხო სეფე-პალატებს, 

მზეს რანაირად შევეხმიერო?


მძიმედ იღება კარი აღსავლის... 

ენავ, ცოდვილო, ვისთან ვიენოთ? 

ცა მოციქულებს წარმოაგზავნის, 

ვინ დავიგულოთ სამაწვიეროდ?


უკვე ხმა მესმის მოსაუბრისა, 

ხმაც ისიერი სტოვებს ციერებს 

და გამომცდელი თვალი უფლისა 

ბაღს დადინჯებით ათვალიერებს:


"- სადაური ხარ, მარქვი, საიდან!.." 

ბაგე კრძალვით ხმობს: ჩქამი მესმაო, 

ხმამან შემაკრთო ადონაისამ - 

ასე ტკბილმა და უამესმაო...


ყრუდ გარდამოდის ცეცხლი ცათაგან, 

სული უხმოდ გლოვს - მსჯავრსა მდებენო... 

ბაღში ხმა ისმის: 

- ადამ, სადა ხარ! 

- შიშველ ვარ, ჩემო დამბადებელო!..


აღარც ვარჯი მწადს, აღარც - ვარსამი, 

პირზე ვიხადე ბნელი ჩარსავი, 

მკლავი უხმლო მაქვს, ფერხი - უხამლო, 

წელიც - უცმელ და მოუგარსავი...


მოვალ შენს კართან, წყევლას მოვიტან, 

ჩემო ოქროვ და ჩემო საფირო, 

რომ ანგელოსთა სისათნოვიდან 

გაღმა გავდგე და გავინაპირო.


ასე მოგელტვი, მაგრამ ამაოდ: 

ვეღარც ხიდი ვცან, ვეღარც - მეხიდე, 

დაბლით გზა დაშთა, მაღლით - საბაოთ, 

მე - საფეხურზე გადმოვეკიდე;


გადმოვეკიდე, გადმოვიკეცე... 

ახლა შენ გიხმობ, ზესთა რჩეულო, 

რომ სათნოების ნეტარ კიბეზე 

ისევ ამძრა და ამაზეურო.


კიბე მეორე... კიბე მესამე... 

ვიდრე ცოცხალ ვარ, უნდა ვეწვალო... 

- გარნა რას გეტყვის მენათესავე, 

თესლის მთხრელო და გადამთესვარო?


მზემ სამოსელი შემოგაფლითა, 

კაცად აღარ გცნობს შენი მცნობარი, 

ხელში გიპყრიეს კათხა თაფლისა - 

შხამნარევი და ნალენცოფარი.


გზა სიმართლისა გარდაიკეტე, 

ერთხელ მოხედე წმინდა შენობას, 

მაგრამ რას უზამს ერთი სიკეთე 

ამ ცოდოების მრავალჯერობას?


ხორცი სავსე გაქვს, სული - ნაკლული, 

დღემდე ვერ განძეხ სოფლის მარილით, 

თვალით თვალს ებრძვის ბურუსდაკრული, 

სულიც კვლავ ომობს მეომარივით.


მხოლოდ ერთგზის ხმობ: "- იყავნ კეთილი!.." 

ერთგზის გეთნევა ზესთა გუნდები, - 

როს მორჩილივით ხელდაკრეფილი 

ცის სამსჯავროში შემობრუნდები".


ასე მეტყველებს ბაგე უფლისა... 

მე კი მზეს ვკითხავ - შუქში მოვანეს:

ცის მგლოვიარე პარაკლისებმა 

ვის პალატებში გაიხმოვანეს?


აჰა, ზღურბლზე ვდექ, ყივის მამალი... 

გზის გასაყართან ბრუნვენ ეტლები, 

მეც... საწუთროით ზეაღმავალი, 

სხივს ზეგარდმოულს გავეყვედრები...


მაღლით ცეცხლი ჩნდა: ღმერთო, დამიცავ! - 

ფრთე ალმურისა ღრუბლებს მოედო, 

ასე რად მაკრთობ, ეტლო ჟამისავ, 

წუთებს რად მაცლი, საწუთროეთო!..


- ნურად ნუ აქნევ ლტოლვას დროისას: 

უკვე გაბრწყინდა უფლის სალარო, 

თუმცა... რას გვეტყვი საწუთროისას, 

მზევ - ქვეშეთიდან აღმომავალო?


- ძალას მომცემდა... მაინც დამძალავ! 

- არსი სოფლისა ასრე შევიცან: 

ჩვენო თაფლო და ჩვენო სამსალავ, 

მზრდელო მაძღრის და დანამშევისავ!


ბედის ბორბალიც ბრუნავს აქამდე: 

"- ჟამით გიმტრობ და ჟამად დაგიცავ!..“

"- გნებავს შრიტე და გნებავს - აღანთე, 

სდაგე, მდაგველო და სადაგისავ!..


“გული მაინც ხმობს, არა მგამაო, 

ჩემო მწყემსო თუ ჩემო მსახურო, 

გინდაც ძალი მცე, დიდო მამაო, 

გინდაც - მავნო და მაჭირნახულო.


დროის გორგალი ბევრი ვაგორე, 

მაგრამ ტრედის წილ დამშთა საქორე, 

მეტი რა ვპოვე გარჯის სანაცვლოდ, 

რა ოქროები ავიმთაგორე?


- ამაოების ამაოება! 

ოდენ მტვერი და... ოდენ ნაცარი... 

დღეისს ვერ ამკობს ძველი დროება, 

ფლასა დარმიჩანს ნაატლასარი.


აღარც ღვაწლი ჩანს, აღარც - საღვაწი, 

ოდენცა სახობს ღრუბლის ბლონდებით 

და სახებათა მიმოსახვაში 

ბნელ შენაკადებს ვუახლოვდებით.


ეჰა, შენი გზაც უნდა გავწირო, 

უნდა მივმართო ქვეყნის ბოლოებს, 

ჟამმან შეგვყარა, ჩემო კავშირო, 

ჟამივ გაგვყრის და გაგვამხოლოებს.


მალე ჩავალ და ცრემლებს ჩავიტან, 

ქვე ჩამიხმობენ ღამის ჩრდილები 

და საწუთროის სიბეჩავიდან 

ბნელ სამკვიდროებს შევეტირები.


სულიც შესტირებს ცეცხლის ნაკადებს - 

ხმა ღამეული როგორ ჩამესმა 

და სამსჯავროში ამოგღაღადებს: 

რად დამბადაო უზენაესმა!..


ასე მოვდივარ, ეტლო გვიანო, 

ასე დამძახის კოშკი ფრიალო: 

„- კიდეს რომ ელტვი შესართავისას, 

სჯობს სათავეებს შეეხმიანო!“


გაღმით მომყივის ჟამთა კრებული, 

ქარში ქანაობს ლეღვის ფურცელი, 

ფერდაკარგული, გაოგნებული, 

ცის ბილიკებზე მოვიძურწები.


ხმა მიწიერი შემეზრახება, 

გარნა არ მესმის ჩემი ძმობილის: 

სახედ ვით ვსახო ქვეყნის სახება, 

ყოფნა ვითა ვთქვა უარყოფილის!..


კვლავ გარდამოდის ცეცხლი ცათაგან, 

სული ძრწოლვით ხმობს - მსჯავრსა მდებენო,

მაღლით ხმა ისმის: "- ადამ, სადა ხარ!.."

"- შიშველ ვარ, შიშველ, დამბადებელო!.."

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ