მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 63 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

მზეო, რად გაკრთი ასე უსხივოდ, რა მწყევარივით გაიხმიანე!..

                           . . . . . . .


სერზე ჩრდილი ძრწის - შებინდების უტყვი ხიზანი, 

ნეტავ, რად გველტვის უდაბნოის შორი ნათელი!.. 

სადით - რას ხმობენ მეჩანგენი მიმწუხრისანი, 

რას გვაუწყებენ ბედისწერის მედაფდაფენი?


სრა-სასახლენი გაგვიპარტახდა, 

თქმა ადვილია: გაგვიპარტახდა!.. 

კვლავ გარდაეგო გარდასაგები, 

გარდასახდომიც უკვე გარდახდა.


ვერ დაიტიროს რაბი ჰაი მისმან მშობელმან, 

ვაი, ავაი, აჰავაი! - მისმან მშობელმან!.. 

ვერღა მოუღოს სუდრეული მისანდობელმან, 

ვაი, ავაი... აჰავაი! - მისანდობელმან!..


მოისხით ფლასი, - მოიფლასენით: 

დავალს სიკვდილი ცრემლის თასებით... 

მოიფლასენით, - წარხდა ბისონი, 

დარი არ დარობს, - მოიფლასენით!


მოიფლასენით, მოზარენო, მოიფლასენით!..


სახე საჩინო ჩანგოსანო, ჩანგი დალეწე! - 

კვლავ სასოების აღსავლენად გვიხმო ქადაგმა, 

ბნელი ვარსკვლავი აღმოენთო იორდანეზე, 

გულდარდიანი ასპიროზი დაშთა გადაღმა...


აღარც მშვილდი გვყვა, აღარც კაპარჭი, 

ყრუდ ჩაიშრიტა ცეცხლი აპრილთა, 

მზემ შემოგვტირა ღამის ზღაპარში, 

ცა - ყორანივით შემოგვაფრინდა...


გაუძელ, გულო, გწყლავდეს იარა... 

სულშიც ვარდის წილ ღვარძლი ჰყვაოდეს, 

უკვე, რაც იყო, გადაიარა,

ვერ მივეწევით ვეღარაოდეს.


ვეღარც მზის ნათელს შევეღირსებით, 

მნათო, ჟამია, - შუქი მილიოთ, 

ასე უკვამლოდ რატომ ვივსებით, 

ცეცხლით რად ვიწვით უსახმილიოდ!..


სრა-სასახლენი გაგვიპარტახდა, 

- გაგვიპარტახდა!.. - გაგვიპარტახდა!.. 

აწ გარდაეგო გარდასაგები, 

გარდასახდომი უკვე გარდახდა...


აჰა, ზუალიც ჩამოეშვა, ჩამოციაგდა, 

გოდებდე, მზეო, აძრწუნებდე ძალთა ცისათა... 

დიდი მნათობი გარდაევლო უცხო წიაღთა, 

წიაღთა ბნელთა - ბაბილონისათა!..


მოთქვით: ვაი, ვა, მოიფლასენით, 

გარე მოდექით ცრემლის თასებით, 

მოიფლასენით - წარხდა ბისონი, 

ჟამი არ ჟამობს... მოიფლასენით!..


მოიფლასენით, მოწამენო, მოიფლასენით!..


ვერ დაიტიროს რაბი ჰაი მისმან მშობელმან, 

ვაი, ავაი, აჰავაი, - მისმან მშობელმან!..

ვერღა მოუღოს სუდრეული მისანდობელმან,

ვაი, ავაი... აჰავაი! - მისანდობელმან!..


... გაღმით კვლავ ისმის ღაღადისი საეკლესიო, 

მე კი... სად ვპოვო დაკარგული ჩემი საგანძე: 

დიდი რაბინის მიდრეკილი სული ვეძიო, 

თუ აღვეყუდო საყდრიონის თავშესაყარზე...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ