მივალ, ზუის ზენა ქარი,
შესისინებს სერთა,
მიმაწვს შენგან ნაჩუქარი
ღიმილი და სევდა.
ზეცა შავად გადილესა,
ცას ვინ მისწვდეს დაბურდულს?
მესმის შენი ნაზი კვნესა:
„მირზა, მირზა, დაბრუნდი!“
ქარში ასგზის დაცდილია
მკერდი, შენგან დაჭრილი.
წინაც შენი აჩრდილია,
გულშიც - შენი აჩრდილი.
















