უკვე მესამედ გადავთვალე ყველა მძივები,
ოცდათხუთმეტი ცალეულად ხელს ჩაბარდება,
სახლის წინ, ქვაზე, ფიქრებისგან დანამძიმები,
ვაჟა - ფშაველა სიზმარივით მომელანდება.
დამარცვლავს დინჯად კრიალოსანს დაღალულ ხელში,
შეათამაშებს და დაიხვევს თითზე ნახევარს,
დაეძებს უცხოს მისთვის ნაცნობ მძივების ფერში,
დააკვირდება თვითეული თითის გარხევას.
შემდეგ კი რხევით არნადივით ბეჭებს გამართავს
და ფიხონისკენ გააბოტებს ვაჟა მგოსანი,
გაღიმებული მარჯვენა მკლავს მაღლა ამართვას,
რომ ფშავლის გოგოს შეაშუროს კრიალოსანი.
















