ქარი ატირდება ტკბილ საყვედურივით,
ჭალაზე ნისლი წევს, მზით აუცელელი.
თოვლი სპეტაკია ამ სიყვარულივით,
ნეტავი გული ქნა მისებრ უწერელი.
ფერი დაგკარგვია, ალბათ გაეწამე,
სად არის ის მხარე, ერთხელ რომ დამპირდი.
ეს რა დაგმართვია, ადექი, ლერწამო,
თორემ თუ ავტირდი...
ვეღარ დამაწყნარებ.
















