მე წავალ ჩქარა,
წავალ, ქალბატონო,
და ადგება ქარი, -
მოსწყინდება ჩვენი არბიტრობა.
გზაზე ნამქერი
ჩაწვება კამეჩივით
და ცა იქნება მჭვარტლიანი.
გულთან იკბინება
ათასი ჭიანჭველა,
თუ ღმერთმა ინება,
და მზით დაიფერა
ჩემი თვალები,
მე მოვალ,
როცა არც დღე იქნება,
არც ღამე
და მთვარე მზეს შეურიგდება.
















