მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 144 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ვინც ხმა გაიღო, ვინც არ არის, 

თავისთვის, ჩუმად, 

ამათაც მალე უსათუოდ 

შეჭამენ უმად! 

ამოყვა სათქმელს სისხლის წვეთი 

ბებერ ხორხიდან 

და ახდა ავი სიზმარივით 

რაც მითხრა გულმა!


მინგრევენ ტაძარს! 

- ეს ტკივილი როგორ ვატარო? 

საძირკველს რარიგ მონდომებით 

ღრღნიან ვირთხები!.. 

ნუთუ შერჩება ცოდვის გუბე 

მელოტ ტარტაროზს? 

მირონმდინარე ღვთისმშობელო, 

შენ გეკითხები?!.


დღე დარჩენილი სანანებლად 

არც კი გეყოფათ! 

ოდენ შებედეთ ქრისტეს საყდარს 

- ქვეყნის სალოცავს! 

თქვენ მიაფურთხეთ უსირცხვილოდ 

ქართულ მწერლობას 

ვაჟას, ილიას, 

უდარებელ „ვეფხისტყაოსანს“...


მე კარგად ვიცი, თქვენზე კარგად 

- ძმაა ალანი!.. 

ფიციც და ვერცხლიც, 

ჭიქა ღვინოც იყოს ალალი! 

მაგრამ ვაი, რომ მახსენებენ

დაჩოქილ ბიჭებს!.. 

- და აიშლება, აიშლება სამტროდ ბალანი!


კარგა ხანია ვევედრები მაცხოვარს, ამას -

იქნებ დაგვიდგეს შერიგების, 

ნდობის ამინდი! 

და ვიცი, როცა სანთელს ვუნთებ 

პირიმზეს - თამარს, 

ძარღვში დედუფალ-ბორდუხანის 

სისხლიც დამიდის!..


დღეს როცა დათბით, 

სასაუბროდ თვალი წალულეთ, 

აღარ ფაფხურობთ, სამეგობროდ 

ლანგრით ეძლევით, 

ნუ შეპირდებით ნურც ნურავის 

ქართვლის მამულებს, 

რადგან არ გახლავთ მამათქვენის ნაანდერძევი!


- ვთქვათ, მე გავჩუმდი, 

შენ გაჩუმდი, 

გაჩუმდა ისიც... 

ამგვარ სიჩუმეს საბოლოოდ რაც მოყვა, იცი!.. - 

მთლად საქართველო აიღეს და 

გაყიდეს ციმციმ!..

და ვისმენ, ვისმენ მზაკვრულ ქირქილს 

და მტრების სიცილს...


გამომიხტება, ვიცი, ახლა ვინმე რეგვენი: -

„ტყუილიაო, რასაც ჭყაპნი, ყველა ეგენი"! 

იტყვის და ისევ დაიწყება 

ნთხევა დარიშხნის... 

- ვინ შეგონებით, ვინ მუქარით

 „სუნთქვას" დამიშლის!..


- ვაი, ჩვენს პატრონს, 

გადედლებულ კაცობას ჩვენსას! 

ძმა ძმას ღალატობს, 

საწამლავს და სამსალას ლესავს!..

...ზის ნებიერად გაბღენძილი გუშინაც, დღესაც,.. - 

ეს ცხრა მთავრობის გახტაგანი, 

გაქნილი ქლესა!..


ერთ „ბავშვს“ იერი 

გაბრიაძის თოჯინას უგავს,

ისე დაურბის იქით-აქეთ 

თვალებში გუგა... 

- იქნება კითხოს, შიგადაშიგ, 

მამამისს, მსუქანს, 

ვინ სად მღეროდა, 

რას მღეროდა ათი წლის უკან?!.


სავარძლებს შორის მეთვალყურე 

ქალი „გულაობს“ 

- ბრძანებს: „ვაკეთოთ, 

რასაც გვეტყვის „კალიგულაო"! 

..ერევა ომში, ხელჩართულში, 

დასტა და დასტა! 

- ზოგს ცხვირში მოხვდა, 

ზოგს ყვრიმალში, ...და ზოგსაც ასცდა!..


და, აი, ბიჭი შავ სათვალით 

ტუქსავს დარბაზებს, 

წაღმას უკუღმად მონათლავს და გადააფასებს! 

თან ღეჭავს, ღეჭავს, 

რასაც უნდა, იმას ასაღებს 

- მალე დაადებს საქართველოს პირზე გასაღებს!..


...გარეთ კი ხალხი ილანძღება, 

ყვირის და გმინავს!.. 

- მიტომაც ბევრჯერ უთავაზეს 

კეტი და რკინა!.. 

ტირის სოფელი წყალწაღებულ 

ბაღსა და ბინას,... 

მაგრამ მავანი გამაძღარზე ხმამაღლა ხვრინავს!..

 

- თქვენ, ვინც ბორკილებს 

აჟღარუნებთ და თვალებს კვესავთ, 

სჯობს ყური უგდოთ, ვით გროვდება

თანდათან კვნესა!..

 - და სანამ ერმა შეგიკურთხათ 

ერთხმად გამჩენი, 

თავად მიირთვით ბოლო ჭიქა 

„წამსვლელ-დამრჩენის!“

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ