მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3631 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

 მე შენ მიყვარხარ თავდავიწყებით,

 რამ დაგაფეთა, ჩემო მიმინო,

 შენს ლამაზ ბუდედ გადავიქცევი,-

 შენ მუდამ ჩემთან უნდა იფრინო.


 მე მიყვარს შენი ეგ თოვლის ყელი,

 თეთრი ფეხები, ფიქალი მკერდი,

 მე რომ უეცრად დავიხრჩო ცრემლით,

 ნეტავ, ვიცოდე რას მიაწერდი!


 მე მიყვარს შენი თეთრი სხეულის,

 გამონაშუქი სხივების კრთომა,

 ეგ ოქროსფერი თმების ხვეული,

 და ნუმც ეწვიოს სულს შემოდგომა.


 მე მიყვარს შენი ყვრიმალის ფერი,

 შენი ღაწვების სიწითლე, ბრწყინვა...

 შენ ხარ მაღალი ვარდების ტევრი,

 მე შენთვის ვიწვი, მე შენთვის მცივა...


 მე მიყვარს შენი რძიანი ბაგე

 და ბუდეშური თაფლის თვალები,

 მე შენ გიმღერი იდუმალ ჰანგზე,

 შენ ჩემს შეხვედრას რად ეკრძალები!


 მე მიყვარს შენი ფრთქიალა ტანის-

 ველურ ყვავილთა რხევა ნატიფი,

 თქვი, სიყვარულში თუ ხარ გამტანი,

 ფერხთ გაგეგები, როგორც სათიბი.


 შენ ჩემებრ ვერვინ ვერ შეგიყვარებს,

 ვერვინ მიწვდება შენს ციურ ფრენას,

 შენს ფრთებზე შავ ფერს ნუ გაიკარებ,

 მოგაფრქვევ თეთრი ვარდების ფენას...


 მე შენ მიყვარხარ თავდავიწყებით,

 რამ დაგაფეთა, ჩემო მიმინო,

 შენს ლამაზ ბუდედ გადავიქცევი,

 შენ მუდამ ჩემთან უნდა იფრინო.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ