მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია და ახალ პლატფორმაზე გადასვლა. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

საიტების მონეტიზაცია

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2488 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე

 

მთის მდინარედ გადვიქცევი,

ვერ შემზღუდავს მთა-გორები,

სალ კლდეებზე გადავივლი

მღვრიე ტალღის აგორებით.


ოღონდ ჩემი კარგი სატრფო

თევზად იქცეს პაწაწინად,

ჩემს ზვირთებში აქანავა,

ჩემს მორევში ჩააწვინა.


ლურჯ მდინარის ნაპირებთან,

სადაც მოჩანს ნარიყალი,

დაბურულ ტყედ გადვიქცევი,

ვერ შემარხევს ქარიშხალი.


ოღონდ ჩემი საოცნებო

ჩიტად იქცეს პაწაწინად,

ჩემს ხის ტოტზე ბუდე ჰქონდეს,

ჩემს ხის ტოტზე დააძინა.


ნაციხარად გადვიქცევი,

მთის წვერზე ხომ ხედავს ყველა,

დავინგრევი, დავიშლები,

უნაღვლელად, ნელა-ნელა.


ოღონდ ჩემი სანუკვარი

გადაიქცეს მწვანე სუროდ,

ოღონდ შუბლი - ციხის ლოდი

სუროს ხელით  დამებუროს.


ხევში ქოხად გადვიქცევი,

გარს მეხვიოს მთების ნისლი,

კარი მქონდეს ფარღალალა,

ვერ იჭერდეს წვიმას ისლი.


ოღონდ სატრფო ცეცხლად იქცეს,

გაანათოს ჩემი კერა,

ღუღუნებდეს, გუზგუზებდეს

ჩემს ბუხარში ბედნიერად.


გადვიქცევი უფსკრულებთან

შეჩერებულ დაღლილ ღრუბლად,

დაფლეთილად, დაფანტულად,

გაბნეულად, თავისუფლად.


ოღონდ სატრფო მწუხრად იქცეს,

ვიგრძნო მისი ნაზი მზერა

და დაისი მომეხვიოს

გაფითრებულს ალისფერად.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   შანდორ პეტეფის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

Loading...

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ